Skip to content

ფოტო ჟურნალისტების თვალით დანახული მსოფლიო მოვლენები

12/02/2011

ამსტერდამში დაარსებული ფოტო–ჟურნალიზმის კონკურსი, სადაც ნიჭიერი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრების ერთგვარი გამოფენა  ხდება, უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

კონკურსზე მთელი წლის მანძილზე მომხდარი მსოფლიო მოვლენების “გამოფენა” ხდება, რომელიც  თვალისთვის სასიამოვნო და გლამურული სულაც არ არის.

თავად მე, როდესაც თავლი გადავავლე კონკურსზე გამარჯვებულ ფოტოებს (ბევრს თვალიც კი ვერ გავუსწორე)  ჩემთვის ვთქვი: რა ძნელია იყო კარგი ფოტოჟურნალისტი და ზუსტად ასახო ის მძიმე მოვლენები, რაც დღეს ჩვენს სამყაროში ხდება. ამაში თქვენც სულ მალე დარწმუნდებით.

2011 წლის გამარჯვებული გახდა ფოტოგრაფი Jodi Bieber, რომლის ობიექტივშიც მოხვდა 18 წლის ავღანელი გოგონა.  ფოტოზე ასახულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ავღანელი გოგონა ბიბი აიშა.

მე–2 პოზიცია დაიკავა Olivier Grunewald ის ფოტომ, რომელიც გადაღებულია   კონგოს რესპუბლიკაში.

მე–3 ადგილზეა Guang Niu ის ფოტო.  ტიბეტელი ბერები ემზადებიან ჩინეთის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების კრემაციისთვის.

მე–4 ადგილი: Joost van den Broek ის ფოტო. აღბეჭდილია  რუსული გემი “Kruzenshtern” ის სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.

მე–5 ადგილი: Marco Di Lauro ის ფოტო. საკვების მარაგი Gadabedji (ნიგერია, აფრიკა) შიმშილის დროს.

მე–6 ადგილზე გავიდა Peter Lakato ის ფოტო. 40 წლის კაცის თვითმკვლელობა ბუდაპეშტში (უნგრეთი). მოტივი უცნობია.

მე–7 პოზიცია: Davide Monteleone ის ფოტო. მილანის Fashion Week.

მე–8 ადგილი: Andrew McConnell ის ფოტო. გამყიდველი და ორკესტრის წევრი ვარჯიშობს ჩელოზე დაკვრაში. დაფიქსირებულია კონგოს რესპუბლიკაში.

მე–9 ადგილზე გავიდა Andrew McConnell ის ფოტო. ქალი საჰარაში.

და ბოლოს, მე–10 ადგილი: Olivier Laban-Mattei ის ფოტო. ჰაიტის ტრაგედიის შედეგი.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: