Skip to content

ჩინეთმა სერიალების დროს რეკლამის განთავსება აკრძალა

12/02/2011

2012 წლიდან ჩინეთში დიასახლისებისთვის და არა მარტო, საყვარელი სერიალების დროს სარეკლამო ჭრა აღარ იქნება.

ჩინეთის ხელისუფლების ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი ის სტატისტიკური მონაცემები გახდა, რომელმაც აშკარად აჩვენა , რომ ადამიანები  თავიანთ საყვარელ სერიალებსაც კი აღარ უყურებენ სწორედ სარეკლამო ჭრის გამო.

ირკვევა, რომ ჩინელებმა მასობრივად უარი თქვეს ტელევიზორის ყურებაზე.

აი, ციფრებიც: თუკი სამი წლის წინ ტელევიზორს ოჯახების 75 პროცენტი უყურებდა, დღეს ეს მაჩვენებელი 38 პროცენტამდე დაეცა. ტელევიზორს კომპიუტერი ანუ ინტერნეტი ჩაენაცვლა.

The Wall Street Journal  წერს, რომ ჩინეთის ერთ–ერთ ყველაზე დიდ მაუწყებელს  China Central Television, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო კომპენსაციისათვის 2,25 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

ფაქტია, ტელევიზიებს  ასეთი გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. თუ როგორ გაუძლებენ მას, ეს  სულ მალე გამოჩნდება.

არ არის გამორიცხული ჩინეთის გამოცდილება სულ მალე სხვა სახელმწიფოებმაც გაიზიარონ, რადგან დღეს უკივე აშკარაა, რომ ტელევიზორის მაყურებელთა რიცხვი კატასტროფულად კლებულობს.

 

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: