Skip to content

14 წლის მსახიობის გამოჩენას Prada–ს რეკლამაში “უპასუხისმგელო” უწოდეს

11/25/2011

Prada–მ  მის მიერ წარმოებული ტანისამოსის ხაზის Miu Miu–ს რეკლამირებისათვის 14 წლის მსახიობი  Hailee Steinfeld მოიწვია.

სარეკლამო რგოლიც გადაიღეს, მაგრამ დიდი ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტიზაციის კომიტეტმა (ASA) რეკლამა გააკრიტიკა და “უპასუხისმგებლო” უწოდა.

შედეგად რეკლამა მოიხსნა. სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ უკვე არაერთი რეკლამა მოისროლეს სანაგვეზე. პრადას რეკლამის დაწუნების მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მოზარდი საშიშ სიტუაციაშია გადაღებული– ასე განმარტა კომიტეტმა თავისი პოზიცია.

რეკლამის სიუჟეტით, გოგონა მატარებლის ლიანდაგზე  ზის. ეს პასაჟი ერთგვარად აგრძელებს იმ ფილმს, სადაც ახალგაზრდა მსახიობია გადაღებული.

კიდევ ერთი “დაბლოკილი” რეკლამა, რომელშიც ასევე ახალგაზრდა მოდელი მონაწილეობს და რომელიც ასევე ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტიზაციის კომიტეტმა დაიწუნა,  სუნამო “Oh, Lola!”  აღმოჩნდა. რეკლამაში 17 წლის ამერიკელი მოდელი მონაწილეობს. რეკლამა ე.წ. პრიალა ჟურნალებისატვის იყო განკუთვნილი.

ამ შემთხვევაში რეკლამის მოხსნის პირდაპირ მიზეზად  მოზარდის ზედმეტად სექსუალური პოზირება დასახელდა.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: