Skip to content

Phillip Morris ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ

11/22/2011

Phillip Morris–ი და ავსტრალიის მთავრობა უკვე წელზე მეტია ერთმანათს უპირისპირდება. მიზეზი გახლავთ კანონი, რომელიც თამბაქოს ყველა მწარმოებელს ავალდებულებს ერთს: მის მიერ წარმოებული სიგარეტის კოლოფი უნდა იყოს საფირმო ლოგოტიპის გარეშე და ერთიანი სტანდარტით ანუ ყველა   კოლოფი, რომელიც კონტინენტზე გაიყიდება,  ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

ხომ წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ რა მოხდებოდა?!

ვიდრე კონკრეტულად ამ თემის, ანუ დავის  ხაზსს გავაგრძელებთ, ჯერ იმ მოთხოვნაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რასაც კანონი ითვალისწინებს.

კოლოფი უნდა იყოს მომწვანო–მოყვითალო ფერის (ეს ფერი შემთხვევით არ შერჩეულა. როგორც კვლევებმა დაადგინა,  ეს ზუსტად ის ფერია, რაც ადამიანების ძალიან დიდ წილს არ მოწონს და უარყოფით ემოციას იწვევს).

გავაგრძელოთ. ყუთზე ყველასთვის ერთიანი შრიფტით დაიწერება მწარმოებელი კომპანიის მხოლოდ სახელი. არანაირი ლოგო, თუ ემბლემა. მეტიც, კოლოფზე უნდა იყოს გამოსახული დაავადებული ფილტვები, ან სისხლმდენი თვალები, ან კიდევ ავადმყოფი ბავშვები… ეს თემები შეიძლება განივრცოს.

ახლა ხომ უკვე წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდნენ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები?! შესაბამისად, არავის გაკვირვებია, რომ Phillip Morris–მა ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ გუშინ სარჩელი შეიტანა. როგორც წერენ, არ არის გამორიცხული კომპანიამ კომპენსაცია მოითხოვოს, რადგან Phillip Morris–ი თვლის რომ მათი გაყიდვები შემცირდება და რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული სიგარეტები გამოჩნდება. რა თქმა უნდა, კომპანია და მთავრობა ამ თემაზე უკვე წელზე მეტია დაობს, მაგრამ მთავრობა  სიგარეტის მოწევის წინაარმდეგ ბრძოლაში დანებებას არ აპირებს.

ალბათ, იკითხავთ, ხომ შეიძლება სხვა მეთოდები ყოფილიყო გამოყენებული? მართლებიც იქნებით. როგორც ირკვევა კონტინენტის მთავრობას კანონი ერთი ხელის მოსმით არ მიუღია. ჯერ იყო გადასახადების გაზრდა, რამაც თითო კოლოფი სიგარეტის ფასი 1.85 დოლარით გააძვირა. ამასთანავე  მთავრობამ უკვე 85 მილიონი დოლარი დახარჯა სიგარეტის მოწევის წინააღმდეგ  კამპანიაში. შედეგით, როგორც ჩანს, არ დარჩნენ კმაყოფილი.

ავსტრალიაში სიგარეტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 10 მილიარ დოლარს უტოლდება.  აქვე მეორე ციფრიც, კონტინენტზე ყოველწლიურად 15 ათასი ადამიანი იღუპება სწორედ ამ მავნე ჩვევის გამო.

ახლა ციფრებს თავი დავანებოთ და ვთქვათ მთავარი: ავსტრალიის ინიციატივას დღეს მთელი ევროპა, კანადა და ახალი ზელანდია უყურებს. ეს ის ქვეყნებია, სადაც უკვე ემზადებიან ანალოგიური კანონის მიღებისათვის.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: