Skip to content

ბენეტონის აქცია, ობამა, რომის პაპი და სხვები

11/18/2011

თეთრმა სახლმა მკაცრად გააკრიტიკა „ბენეტონის“  ახალი სარეკლამო კამპანია, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინეთის პრეზიდენტს ხუ ძინტაოს კოცნის. აქციის ფარგლებში ობამა ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესაც „კოცნის“, რა თქმა უნდა, თეთრმა სახლმა ესეც გააპროტესტა.

სულ რამდენიმე დღის წინ კი  „ბენეტონი“ იძულებული გახდა  თავის სარკლამო კამპანიიდან კიდევ ერთი კოცნა მოეხსნა. ამჯერად საქმე ეხება რომის პაპის ბენედიქტ  XVI –სა და  ეგვიპტის იმამის აჰმად  ელ– ტაიებომის კოცნას.  ამ ფაქტს ვატიკანმა უკვე უწოდა პროვოკაცია.  რეკლამის მოხსნის შესახებ ინფორმაცია უკვე დევს კომპანიის ფეისბუქის გვერდზე.

ბენეტონის  აქცია „არა სიძულვილს“ Unhate  მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის მიზეზი მარტივია, რომელიც, ალბათ, იდეის ავტორებმა იმთავითვე გათვალეს. მსოფლიო ლიდერები “კოცნიან” თავინთ „მტრებს“ და ამით ბენეტონი ცდილიბს თქვსა: „არა სიძულვილს“.

აქვე ალბათ უნდა განვმარტოთ, რომ ე.წ. კოცნა ფოტოშოპის საშუალებით ხდება… :)

ბენეტონი (ტანსაცმლის იტალიური მარკა), უკვე რამდენიმე საინტერესო აქციაშია ჩართული. მათ შორის ადამიანის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გაჩაღებული აქცია, რომელიც ასე იწოდება: „ჩახედე სიკვდილს თვალებში.“    აქციის ფარგლებში ბენეტონის პოსტერებზე გამოსახულია  სიკვდილმისჯილი ადამიანები და იქვე არის მინაწერი, თუ რატომ ისჯება ეს ადამიანი სიკვდილით. ეს აქციას იმთავითვე გააპროტესტეს. ყველაზე მეტს ამერიკის მთავრობა აქტიურობდა, რადგან, როგორც ირკვევა, ამ ქვეყანაში სიკვდილმისჯილთა რიცხვი ყველაზე მეტია.

მთელი ამ აქციებისა და სკანდალების მიუხედავად, ბენეტონი ფიქრობს, რომ მისი გაყიდვები გაიზრდება.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: