Skip to content

Facebook–ზე ყველაზე პოპულარული გვერდი, რომელმაც ჯასტინ ბიბერიც კი ჩამოიტოვა

11/16/2011

შვეიცარიის ერთი პატარა სოფელი, სადაც 79 ადამიანი ცხოვრობს,  სოცილურ ქსელ Facebook–ზე ყველაზე პოპულარულია ვიდრე კოკა–კოლა, ლედი გაგა და ჯასტინ ბიბერი

უცნაურია არა?! ასეა, ეს სრული სიმართლეა.

საქმე იმაშია რომ  შვეიცარიის ეს ერთი პაწაწინა სოფელი სახელად ობერმუთენი, ერთი საოცრად ორიგინალური იდეის გამო დღეს ყველაზე პოპულარული გახდა.

იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ სოფლის მერმა Facebook–ზე დადო ასეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ვინც დაალაიქებდა სოფლის გვერდს, მისი სურათი სოფლის ხის სახლებზე გამოიფინებოდა…

უდავოდ საინტერესოა და ორიგინალური… მთავარია, რომ მერის ეს იდეა სოციალურ ქსელში მომენტალურად აიტაცეს და ზუსტად 4 კვირის მანძილზე 10 ათასმა მომხმარებელმა პატარა სოფლის ეს გვერდი „დაალაიქა“.  მეტიც,  ათასმა ადამიანმა საკუთარ კედელზე დადო აღნიშნული სარეკლამო გვერდი…

დღეს კი უკვე შედეგები შეაჯამეს და გაირკვა, რომ სოფლის შესახებ ინფორმაცია უკვე  60 მილიონ ადამიანს აქვს მთელ მსოფლიოში. მეტიც, იმ ტურისტული საიტის მნახველთა რიცხვი, სადაც სოფლის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაცია დევს,  მთელი 250 %–ით გაიზარდა.

ასეა, ერთმა მარტივმა იდეამ შვეიცარიის პატარა სოფელი მსოფლიოს გააცნო!

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: