Skip to content

John Lewis–ის საახალწლო რგოლის სკანდალური დასაწყისი

11/15/2011

ახალი წლის სუნი უკვე იგრძნობა მსოფლიო სარეკლამო სივრცეში და სკანდალმაც არ დააყოვნა.

John Lewis–ის ბრიტანულმა ქსელმა მთელი 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა თავი საახალწლო სარეკლამო რგოლში და ყურადღების ცენტრშიც მომენტალურად მოექცა. მეტიც, ატყდა სკანდალი, მითქმა მოთქმა არა იმიტომ, რომ სარეკლამო  რგოლი უკვე აცხადებს პრეტენზიას საუკეთესო  და ძვირადღირებული რეკლამის გამო, არა.

არადა რეკლამის სიუჟეტი ისეთი უწყინარი და საყვარელია: პატარა ბიჭი მთელი სულითა და გულით ელოდება ახალი წლის დადგომას,  მშობლებს მის მიერ საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქრები რომ გადასცეს.

სკანდალი კი მოყვა ძალიან ცნობილ სიმღერას “Please, Please, Please Let Me Get What I Want”, რომელიც კლიპშია გამოყენებული.

კომპოზიცია ეკუთვნის The Smiths, ხოლო მასზე საავტორო უფლების მფლობელია ჯგუფის ყოფილი წევრი Morrissey. სწორედ მან მისცა სიმღერის გამოყენების უფლება კომპანია John Lewi–ს. სარეკლამო კლიპში სიმღერას ასრულებს 29 წლის მომღერალი Amelia Warner–ი.

The Smiths –ის ფანები რგოლის გამოჩენისთანავე აღშფოთდნენ და სოციალურ ქსელში თავიანთი უკმაყოფილებაც გაავრცელეს. ისინი ამბობენ, რომ მათი უსაყვარლესი სიმღერა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული რაღაც ძონძების სარეკლამოდ და რომ სიმღერა სიყვარულზე, არანაირ კავშირშია  რეკლამირებულ ტანსაცმელთან.

 

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: