Skip to content

გახდი რეპორტიორი, შეიგრძენი დრო!

11/15/2011

ახალი ამბავი გაიგე და ვერ ისვენებ  თუ ვინმეს არ შეატრყობინე და შენი აზრი მეგობრებს და ახლობლებს არ გაუზიარე?

სწრაფად მოქმედებ და  დროს არ კარგავ ამბის გასავრცელებლად?

ჩათვალე, რომ უკვე რეპორტიორი ხარ,  მიკროფონისა და სათანადო აღჭურვილობის გარეშე.

თუმცა,  პროფესიონალების დახმარება  ამბის გასავრცელებელი მეთოდებისა და აზრის გამოხატვის ხერხების  შესახებ მაინც გჭირდება.

შენ მთავარი უკვე  გაქვს–ახალი ამბის შეგრძნება, მისი გადაცემის სურვილი და რეალობის განცდა.

შემოგვიერთდი, ჩვენთან  შენ ისწავლი რა არის ფაქტის ჟურნალისტიკა და რითი განსხვავდება იგი  სამაუწყებლო ჟურნალისტიკისაგან.

ჩვენთან ხდება რადიომედიის თეორიული და პრაქტიკული საფუძველების თანამედროვე მეთოდებით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შესწავლა,  რაც სტუდენტებს   და ჟურნალლისტიკით დაინტერესებულ პირებისათვის პროფესიულ საქმიანობაში სწორად ორიენტირების შესაძლებლობას მისცემს.

კურსის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის ახალი ამბის, კომენტარის, რეპორტაჟის, ინტერვიუს, მიმოხილვის, რადიოგადაცემის მომზადებას. ინფორმაციის ოპერატიული დამუშავებას,  ინფორმაციის წყაროს სწორად შერჩევას, რესპოდენტებთან ურთიერთობის ეთიკას. რადიომონტაჟს, სიუჟეტის ტექენიკურ აწყობას.

ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობები,

რეალური პრაქტიკა  რადიოს  ნიუსრუმში და საინფორმაციო სააგენტოში.

ეს საშუალებას მისცემს ჩვენს კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე დასაქმდნენ  რადიო კომპანიებში, საინფორმაციო სააგენტოებში,  PR სამსახურებში, პრეს-ცენტრებში;

გისურვებთ წარმატებას, თქვენი მარიკა ბოჭორიძე (რადიო ქალაქის დირექტორი, სტაჟირების ხელმძღვანელი)

სკოლა მდებარეობს პეკინის 23 –ში, მე–2 სართულზე (წმინდა კვირიკეს ეკლესიასთან) ტელ: 2 305 202

2 Comments
  1. Lana permalink

    გამარჯობა. იქნებ მითხრათ სტაჟირებაზე დარეგისტრირება როგორ ხდება? წინასწარ გმადლობთ :)

    • გამარჯობათ,
      რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ 2 305 202 და ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი, უნივერსიტეტი და ტესტირების სასურველი დრო.
      ამ ეტაპზე მეტი არაფერია საჭირო.
      გისურვებთ წარმატებას!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: