Skip to content

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ

11/09/2011

არის თუ არა დედამიწის მიღმა ცხოვრება და არამიწიერი ცივილიზაცია? ამ კითხვით ამერიკის ადმინისტრაციას თეთრი სახლის სპეციალური ვებ–გვერდის საშუალებით 17 ათასმა ამერიკელმა მიმართა.

წესი წესია. ადმინისტრაცია ვალდებულია 30 სამუშაო დღის მანძილზე უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელსაც ხელს 5 ათასამდე ამერიკელი მაინც მოაწერს. 17 ათასი შეშფოთებული და ცნობისმოყვარე ამერიკელი კი უკვე სერიოზული განაცხადია არა?!

ყოველივე ამის პასუხად, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ უცხო პლანეტელების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტის, რომელიც 7 ნოემბერს გამოჩნდა თეთრი სახლის საიტზე, ავტორი ფილ ლარსონი გახლავთ. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში. მისი განცხადებით ამერიკის მთავრობა არ ფლობს ინფორმაციას ინტელექტუალური ცხობრების შესახებ დედამიწის მიღმა და არამიწიერ ცივილიზაციაზე.

აქვე ვისარგებლებთ და იმ პეტიცისს შესახებაც მოგახსენებთ, რომელსაც უკვე 100 ათასი ხელის მომწერი ყავს. საქმე ეხება ამერიკაში მარიხუანას ლეგალიზაციას. ადმინისტრაციის პასუხმა აქაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ მარიხუალა მავნებელია ჯანმრთელობისათვის და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. მეტიც, ეს თემა ფედერალურ დონეზეც კი არ განიხილება.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: