Skip to content

ყველაფერი ელექტრონული ფოსტის, ახალი ამბებისა და განცხადებების დაფებით დაიწყო

11/07/2011

ეს კითხვა ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება. მითუმეტეს მას მერე, რაც ცხადი გახდა –  ინტენეტიმა მსოფლიოს დაპყრობა დაიწყო და აგრძელებს კიდეც;

მაინც რა არის ზუსტად სოციალური მედია?

ითვლება, რომ ეს არის ონლაინ ტექნოლოგიების ნაკრები, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ურთიერთობა სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს – მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებების, გამოცდილების და ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება, ახალი ნაცნობების გაჩენა, ახალი ამბების გაგება, ინფორმაციის, ვიდეოს, ფოტოს, მუსიკის და ლინკების გაცვლა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

 

ითვლება, რომ ყველაფერი 70-იანი წლების ბოლოს, ელექტრონული ფოსტის, ახალი ამბების და განცხადებების დაფებით დაიწყო.  რიგ ქვეყნებში განსაკუთრებით პოპულარული განცხადებების დაფები იყო და პირობითად, საიტის პირველ სახეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მათი საშუალებით მომხმარებელს შეეძლო სისტემაში შესვლა და ერთმანეთთან ურთიერთობა, ოღონც იმასთან შედარებით ნელა, როგორც ახლა ვაკეთებთ.

განცხადებების ელექტრონული დაფების შემდეგ გაჩნდა ონლაინ სერვისები, როგორიცაა CompuServe და Prodigy. ეს იყო პირველი ნამდვილად სერიოზული მცდელობა, ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

 

შემდეგ მსოფლიომ გაიცნო ICQ და IRC (Internet Relay Chat).  გაცნობის საიტები საერთოდ,  პირველ სოციალურ ქსელებად ითვლება. ისინი თითქმის მაშინვე გაჩნდა, როგორც კი ხალხმა ინტერნეტით სარგებლობა დაიწყო.  ასეთი გვერდები მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, დაედო, პირადი ინფორმაცია, (ჩვეულებრივ, ფოტოთი) და სხვას დაკავშირებოდა.

გაცნობის პორტალების კვალდაკვალ გაჩნდა ადრეული სოციალური ქსელები, თუმცა საერთო ჯამში მათ დიდი გავლენა არ მოუხდენიათ სფეროს განვითარებაზე.

1999 წელს გაუშვეს ბლოგ-სერვისი LiveJournal, რომელიც სოციალური ქსელების მიმართ სრულიად ახალ მიდგომას იყენებდა. საიტი გათვალისწინებული იყო, როგორც მუდმივად განახლებადი ბლოგების სოციალური ქსელი;

შემდეგი საფეხური სფეროში უფრო დიდ მიღწევებს უკავშირდება, როგორიცაა სოციალური ქსელები :  Friendster, LinkedIn, MySpace, Twitter და რა თქმა უნდა, Facebook.

სოციალურმა მედიამ დიდი გზა გაიარა ელექტრონული განცხადებებიდან მსხვილ სოციალურ ქსელებამდე. მსხვილი სოციალური ქსელების და თითქმის ყოველდღიურად განახლებადი საიტების დამსახურებით, მედიის ეს სეგმენტი ასევე გააგრძელებს განვითარებას მომავალშიც.

 

სოციალური მედიის რამდენიმე სახეობა არსებობს:

ინტერნეტ-თანამეგობრობა.

ბლოგები.

ვირტუალური თამაშები.

სოციალური ქსელები.

ერთობლივი კონტენტის მოსამზადებელი თანამეგობრობები.

ერთობლივი პროექტები,

სახელმწიფო სოციალური სერვისები.

სოციალური მედიის თავისებურებებიდან აღსანიშნავია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პირადი სივრცის მინიმიზაცია, სივრცითი შეზღუდვების არ არსებობა, ოპერატიულობა (რეალურ დროსი რეაგირება).

სოციალური მედიის გამოყენება:

მარკეტოლოგების 88 % სოციალურ მედიას საკუთარი ბრენდების და პროდუქციის რეაკლმირებისთვის იყენებს. თუმცა რეკალმის ასეთის სახეობა ახლახანს შეიქმნა. საინტერესოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში, საკუთარი ბიზნესის მგლობელები უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას, ვიდრე დაქირავებული თანამშრომლები.

კომპანიების მფლობელებს შორის, სოციალური მედიის მომხმარებელი 90%-ია, დაქირავებულ თანამშრომელთა შორის – 81%.

ჯერ-ჯერობით, შედარებით ფრთხილად ეკიდებიან სოციალურ მედიას ინდივიდუალური მეწარმეები. სიფრთხილის საფუძველი უკავშირდება იმას, რომ მათი შეხედულებით, ასეთ პორტალებზე მათ სხვა მომხმარებელთა მიერ განთავსებული კონტენტის დაკონტროლება არ შეუძლიათ. მათი ბიზნესისთვის შეუფერებელი კონტენტი კი პოტენციურად სახიფათოა ბრენდისთვის, რაც სკანდალური ისტორიების უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს.

ბიზნესის რეკლამირებისთვის მეტად მნიშვნელოვან საშუალებად ითვლება:

სოციალური ქსელები, Twitter,  LinkedIn, Facebook.

ბლოგები.

ვიდეოჰოსტინგი.

სოციალური მედია თანამედროვე საზოგადოების შეუცვლელ ნაწილად იქცა. ფუნქციონირებს ისეთი სოციალური ქსელებიც, სადაც მომხმარებელთა რაოდენობა მეტია, ვიდრე მოსახლეობა ბევრ ქვეყანაში. არსებობს და ვითარდება საიტები ინფორმაციის გაცვლის, ვიდეოს და ფოტოების ატვირთვის, დაკარგული ადამიანების ხელახლა პოვნის და ახალი ნაცნობობის გაბმის საიტები. თითქოს ყველა სახის საჭიროებისთვის შეიძლება მოინახოს სოციალური გადაწყვეტა.
ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას: სოციალური მედია არ არის მხოლოდ გართობის საშუალება ან  მედიის  რიგითი სახეობა. იგი უახლოეს დროში გააგრძელებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მსოფლიოში. ყოველ შემთხვევაში, იქამდე სანამ ადამიანი რაიმე უკეთესს არ გამოიგონებს.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: