Skip to content

რატომ ეს რეკლამა? გუგლმა გადაწყვიტა ამ კითხვას პასუხი გასცეს

11/04/2011

საძიებო სისტემა  გუგლი თავის ახალ სერვისს ახმოვანებს. იგი პირდაპირ მომხმარებელზეა ორიენტირებული, რომელიც მის გვერდზე გამოჩენილ ათასნაერ რეკლამებს არც თუ უსაფუძვლოდ აპროტესტებს.

ამ პრობლების მოგვარება ნამდვილად ღირს დაფიქრებად, რადგან როგორც თავად კომპანია აცხადებს, გასულ წელს მისმა შემოსავალმა 29,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო აქედან რეკლამიდან შემოსავალმა მთელი 28, 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გუგლის ახალი სერვისი მდგომარეობს შემდეგში. სულ მალე, როგორც გუგლის ოფიციალური ბლოგი იუწყება, ყველა რეკლამასთან გაჩნდება პატარა ღილაკი წარწერით: რატომ ეს რეკლამა? (“Why these ads” ) მასზე დაკლიკებით მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას, თუ რატომ ეს რეკლამა და არა სხვა მის გვერდზე.

მოგეხსენებათ ქსელში  რეკლამა ჩნდება პერსონალური შერჩევით, რომლის დროსაც ითვალისწინებენ მომხმარებლის ასაკს, ინტერესებს, განათლებას და ა.შ.  ახლი სერვისით კი მომხმარებელს საშუალება მიეცემა არა მარტო საერთოდ უარი თქვას მის გვერდზე რეკლამის გამოჩენაზე, არამედ თავად შეარჩიოს რეკლამის სახე.

გუგლი დღემდე რჩება ლიდერ კომპანიად მსოფლიო ბაზარზე ე.წ. საძიებო რეკლამის მიმართულებით და პირველ  ადგილზე  აშშ–ში დისპლეის რეკლამიდან მიღებული შემოსავლებით.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: