Skip to content

The Wall Street Journal ისევ ლიდერია

11/03/2011

ირაჟი, ტირჟი და ისევ ტირაჟი… აი, ეს არის ყველა გამოცემის თავის ტკივილი. მაღალი ტირაჟი და გაზეთის რეიტინგი ერთმანეთს უკვე ისე მიეჯაჭვა, რომ ცალ–ცალკე წარმოუდგენელიც კია.

 

სწორედ რამდენიმე დღის წინ ამერიკაში გამომავალი გაზეთების ტირაჟის მიხედვით შეადგინეს რეიტინგი. დათვლა მოახდინა Audit Bureau of Circulations, ABC, რომელიც გახლავთ ყველაზე კომპეტენტური აუდიტორული ბიურო. მონაცემები კომპანიის საიტზე დაიდო. ბიურო პერიოდულად აქვეყნებს ამ ტიპის რეიტინგებს. ამჯერად შეჯამდა მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მონაცემები.

The Wall Street Journal ისევ ლიდერია. მისი ყოველდღიური ტირაჟი საშუალოდ 2.1 მილიონს აღწევს (ალბათ, საქართველოში გამომავალი გამოცემების საერთო ტირაჟი არ იქნება ამდენი. ქვეყანაა პატარა და რას ვიზამთ…)

რეიტინგში მეორე პოზიცია დაიკავა USA Today, მისი ტირაჟი 1,78 მილიონია. მესამე ადგილზე გავიდა არანაკლებ პოპულარული გაზეთი The New York Times ტირაჟით დღეში საშუალოდ 1,15 მილიონი.

აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ  გასული წლის რეიტინგი ზუსტად იგივეა, რაც წლევანდელი.

ბიურომ გამოავლინა ასევე ყველაზე პოპულარული ელექტრონული გამოცემებიც. რეიტინგი შედგა გამოცემების ხელმომწერთა რაოდენობის მიხედვით.

აქაც იგივე სიტუაციაა, რაც გაზეთების შემთხვევაში.

პირველ პოზიციაზეა  The Wall Street Journal–ის ელექტრონული გამოცემა. როგორც ირკვევა, გამოცემას სულ 537,4 ათასი ხელმომწერი ყავს. მეორე პოზიციაზეა  უკვე The New York Times–ის გამოცემა, ხოლო მესამეზე – The New York Daily News.

ერთი ტენდენცია, რასაც ბიურო აღნიშნავს. ბოლო ორი წლის მანძილზე თუნდაც  The Wall Street Journal–ის ელექტრონულ გამოცემის ხელმომწერთა რაოდენობა გაორმაგდა, რაც ელექტრონული გამოცემების უდავო პოპულარობაზე მიუთითებს.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: