Skip to content

მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა აგრარულ უნივერსიტეტში

04/14/2011

ტრენინგ ცენტრის პიარ სამსახური აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა ეს შეხვედრა. თუკი უფრო დავაკონკრეტებთ, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური   აქტიურად  ჩაერთო პრეზენტაციის ორგანიზებაში და როგორც იტყვიან, პრეზენტაცია შედგა. ტრენინგ ცენტრმა შეძლო სტუდენტებისათვის მიეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია იმ ტრენინგების შესახებ, რომელიც ამ ეტაპისათვის ხორციელდება.

სასტრუმოს მენეჯმენტი სტუდენტებისათვის, მომავალი მენეჯერებისათვის, საინტერესო აღმოჩნდა.

თუმცა გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია იმ პროექტებმა, რომელსაც ტრენინგ ცენტრის სტაჟირების პაკეტთან ერთად ახოეციელებს. მათ შორის საბანკო–სადაზღვევო საქმე და ფინანსური აღრიცხვა.

ჩვენ ეს პოსტი სულ რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო დავწერეთ და ასე ვთქვათ, საჯარო გავხადეთ ტრენინგ ცენტრის მორიგი აქტივობა:

1. ამ პოსტით გვინდა გითხრათ, რომ გულხელდაკრეფილები არ ვართ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს შევხვდეთ სტუდენტებს, ზოგადად ახალგაზრდებს.

2. აღვნიშნავთ აგრარული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიურობას, მობილიზებას და სურვილს, იყოს ჩართული ყველა იმ პროექტში, რაც ეხება განათლებას.

3. ამასთანავე გვინდა მივიღოთ თქვენი რჩევებიც, თუ როგორ განვახორციელოთ მორიგი პიარ აქცია, ასევე იქნებ ვინმემ დაგვპატიჟოს კიდეც თავის უნივერსიტეტში და ჩვენი კომუნიკაციაც შედგეს :)

მოკლედ, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. აქვე შევნიშნავ, რომ ჩვენმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელმაც საერთოდ არც კი იცის ტრენინგების შესახებ. არადა, ჩვენთან წამყვანი კომპანიების წამყვანი მენეჯერები თანამშრომლობენ და ტრენინგებიც ძალზედ საინტერესო და სასარგებლოა.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: