Skip to content

ანნა მანიანი – იტალიური კინოს სახე

01/26/2011

ანნა მანიანი, ამ ქალბატონის სახელის გაგონებაზე არ შეიძლება არ გაგახსენდეს იტალიური კინო და ისეთი შედევრები როგორიცაა “რომი-ღია ქალაქი” ან თუნდაც “ველური ქარი”. თუმცა, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტი გახლავთ, რომ ის პირველი იტალიელი ქალია, რომელმაც “ოსკარი” აიღო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

ანნა მანიანის მთელი ცხოვრება კი მარტივად ამ ორ ციფრში ეტევა: დაიბადა 1908 წელს და გარდაიცვალა 1973 წელს. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ მას დედის მშობლები ზრდიდნენ რომში, ჯერ მამისგან, ხოლო შემდეგ დედისგან მიტოვებულს. ესეც ერთი, არც თუ უმნიშვნელო შტრიხი. კიდევ?  რამდენიმე წელი  დრამატურგიის სკოლაში დადიოდა, შემდეგ გადავიდა სან-რემოში, სადაც მოეწყო ღამის კლუბში და ვარიეტაში  მღეროდა, როგორც შემდგომ თავად იტყვის, ძალზედ უხამსს სიმღერებს. თუმცა, ყველაფერი მაინც ბედისწერაა. რომ არა რამის კლუბი მას ვერ შეამჩნევდა იმ დროისატვის ძალზედ ცნობილი რეჟისორი ჯოფრედო ალეკსანდრინი, მან ახალგაზრდა მანიანი ედიტ პიაფს მიამსგავსა. ანნა მანიანმა თავისი პირველი მთავარი როლი დე სიკას ფილმში “ტერეზე-პარასკევს”ითამაშა. მას მოყვავაჟის შეძენა და სულ რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლესთან დაშორება.საყოველთაო აღიარება მანიანს თავს დაატყდა 1945 წ. როსელინის ეპოქალურ ფილმში “რომი-ღია ქალაქი”, მან ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი, რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლებს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ. მისი სიკვდილის სცენა მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია. მალე ის იტალიური კინოს სახე გახდა.

საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა მანიანის როლი როსელინის ფილმში “სიყვარული”, სადაც მან გლეხის როლი ითამაშა, რომელსაც გამვლელი გააუპატიურებს (გამვლელის როლს თამაშობდა ფედერიკო ფელინი). ასე იყო თუ ისე, ამ სკანდალმაც ჩაიარა, ისე როგორც სხვა ათასმა. 50-იანი წლების დასაწყისისთვის მანიანს უკვე შესრულებული ჰქონდა უამრავი სახე – დაწყებული სულიერი ტანჯვიდან, ღრმა ტკივილებიდან დამთავრებული სასაცილო კომედიებით.  ამ ჩარჩოს ის წარმატებით გასცდა ის ლუიჯი ზამპას ფილმში “დეპუტატი ანჯელინა”. ამ როლისთვის ვენეციის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. ამას მოყვა როსელინთან ურთიერთობების გაწყვეტა, რის შემდეგ  მსახიობი წარმატებით მოღვაწეობდა ვისკონტისთან და რენუართან.

50-იანი წლების  შუა პერიოდში მანიანს ოკენისგადაღმა უწევს ფილმებში მონაწილეობის მიღება. დრამატურგმა ტენეს უილიამმა მისთვის დაწერა პიესა “ვარდის ტატუ”, მაგრამ მან უარი განაცხადა ბროდვეიზე თამაშის, ინგლისური ენის კარგად არცოდნის გამო. თუმცა დათანხმდა კინოვერსიაზე გადაღებას, რამაც “ოსკარი” მოუტანა. 1957 წ. რეჟისორმა ჯორჯ კიუკორმა შესთავაზა სცენარი “ველური ქარი” და ანნას ჰოლივუდში დაბრუნება მოუწია. ამ როლისთვისაც წარადგინეს “ოსკარზე”.

დასასრულს, არ შეიძლება არ გავიხსენოტ პაზოლინის ფილმი “დედა რომა”. ამ ფილმით საბჭოთა კავშირში განადიდეს ის. მანიანი რუსეთში 1965 წელს გასტროლებზეც კი  იყო ჩასული. ანნა მანიანი თავისი სიცოცხლის ბოლოს ავადმყოფობდა, ექიმებმა მას  კუჭქვეშაჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი უკანასკნელი ფილმი გახდა ფელინის “რომი” 1972 წელს, სადაც ერთ პატარა მონაკვეთში საკუთარი თავი ითამაშა და ძალზედ შთამბეჭდავად.
ანნა მანიანი გარდაიცვალა 1973 წლის 26 სექტემბერს 65 წლის ასაკში. დაკრძალულია  როსელინების საოჯახო სასაფლაოზე.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: