Skip to content

2010 წლის ბესტელერი და ყველაზე გაყიდვადი წიგნები

01/23/2011

ჟურნალმა გარდიანმა წლის ბოლოს ყველაზე გაყიდვადი წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჯურნალმა ამ რეიტინგით, ფაქტობრივად შეაჯამა ერთ–ერთი უმსხვილესი გამოცემის Nielsen records მიღწევები, ანუ 1998 წლიდან, გამომცემლობის დაარსებიდან დღემდე (2010 წლის 11 დეკემბერი).ამ გამომცემლობის შესახებ გაცილებით მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით… 2010 წლის ბესტელერი კი გახდა სტიგ ლარსონის “The Girl with the Dragon Tattoo”.

ახლა კი რეიტინგი!

ყველაზე გაყიდვადი წიგნის ტიტული მოიპოვა დენ ბრაუნის Da Vinci Code,The . როგორც რეიტინგით ირკვევა რეიტინგის ლიდერი წიგნი გამომცემელს 4 მილიონზე მეტი დაუბეჭდავს.  შემოსავალიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება თითქმის 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ძალზედ შთამბეჭდავი ციფრია, ალბათ, დამეთანხმებით.  სხვათაშორის რეიტინგის ხუთეულში, უფრო ზუსტად, მე–4 პოზიცია დაიკავა იმავე მწერლის კიდევ ერთმა წიგნმა  Angels and Demons.

Dan Brown

არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება რეიტინგის შემდეგი პოზიციები, რომელსაც ჯ.კ. როულინგის ჰარი პოტრერის ყველა გამოცემა იკავებს, მათ შორის ლიდერია Harry Potter and the Philosopher’s Stone, რომლის ტირაჟიც თითქმის 4 მილიონია, ხოლო შემოსავალი 20 მილიონ ფუნტ სტერლიგამდე. რეიტინგის მე–3 პოზიციას ისევ ჰარი პოტერი იკავებს:  the Chamber of Secrets. ამ წიგნიდან გამომცემლობას 16 მილიონიანი შემოსავალი მიუღია. თუკი პოტერის შვიდივე ჰამოცემის ტირაჟსსა და მიღებულ შემოსავლებს შევკრებთ მივიღებთ 140 მილიონიან გაყიდვებს  (ეს კი ნამდვილად არის შთამბეჭდავი და თან, თუ გავითვალისწინებთ რომ მწერალი ქალია და მის ავტობიოგრაფიას გავიხსენებთ).

პაულო კოელისალქიმიკოსი 47–ე ადგილზე დგას (ეს ფაქტი ქართველ მკითხველს რამდენად მოეწონება, ვერ გეტყვით, დააკომენტარეთ… თუმცა, არც ეს ადგილია ურუგო, მითუფრო 7 მილიონიანი შემოსავლითა და 903 ათასიანი ტირაჟით). არტურ გოლდენისგეიშას დღიურები 64–ე ადგილზეა 5 მილიონიანი გაყიდვებით და 767 ათასიანი ტირაჟით.  ლაურენ ვაისბერგერისეშმაკი ატარებს პრადას 72–ე პოზიციაზე 4 მილიონიანი შემოსავლით. აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ გამოცემას ყველაზე ცოტა 650 ატასიანი ტირაჟის მქონე წიგნები აქვს დაბეჭდილი, საიდანაც  ყველაზე ნაკლები შემოსავალი გახლავთ  2 მილიონ 850 ათასი ფუნტი სტერლინგი, ეს ყველაფერი რეიტინგის 100–ში რაც არის შეტანილი.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: