Skip to content

fლაერების მარკეტინგული სიკეთე

01/22/2011

დამეთანხმებით ალბათ, რომ   fლაერებით კომპანიის საქმიანობის, ან რაიმე სიახლის გავრცელება დღეს ძალზედ აქტუალური გახდა. მეტიც, ის პირდაპირ შედეგზეა ორიენტირებული, ანუ fლაერს აწვდი მას, ვისაც ის უდავოდ ჭირდება, დაჭირდება…  ასეა, რაღაც ხერხებითა თუ საშუალებებით ხომ ინდა მიაწვდინო შენი ხმა შენივე პროდუქტის მყიდველს.

მეტროს წინ დგომა და ჭრელა–ჭრულა ფურცლების დარიგება, უკვე აღარ არის აქტუალური და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ამ ფურცლების მბეჭდავს, შემდეგ მჭრელს არაფერზე არ უფიქრია, გარდა მოგების… არადა, მოგების მაგივრად ხდება ის, რომ მიმდებარე ქუჩა სწორედ ამ ფურცლებით არის დანაგვიანებული… აქვე, კიდევ ერთ არც თუ ჭკვიანურ მარკეტინგულ ქცევაზე დავწერ, კომპანიას არ დავასახელებ, რომლის მოსახევი ფურცლები მთელს ქალაქშია მიკრულ–მოკრული…. ხშირად მიფიქრია, ნეტა დამანახა ის ადამიანი, რომელიც ახლა ამ ფრცელს მოხევს, ჯიბეში ჩაიდებს და მერე იმ კომპანიას ფულს გადაუხდის მარკეტინგისა თუ მენეჯმენტის სწავლაში. სწავლას იმიტომ ვწერ, რომ ეს ჩვენი სფეროა და სწორედ ამ სექტორის ქაღალდებია ხოლმე ქალაქში მიკრულ–მოკრული. არადა, არც ისე ძვირი სიამოვნებაა fლაერის დაბეჭვდა და გავრცელება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ ერთი ტრენინგ კურსი ერთი ადამიანისათვის სულ მცირე 200 ლარი ღირს. ჯგუფში კი ასევე სულ მცირე 3 მსმენელია, ანუ სულ 600 ლარი. ახლა რამდენი ასეთი ჯგუფია?!

ახლა სრულიად ღიად დავწერთ რა დაგვიჯდა 3000 fლაერის და ამდენივე შიგ ჩასადები ფასდაკლების ბარათის დამზადება–დაბეჭდვა. მაშ ასე, ჩვენი დაკვეთის განსახორციელებლად შევარჩიეთ ერთ–ერთი მსხვილი და საუკეთესო სარეკლამო კომპანია ალმა +

ჯერ ერთი იმიტომ რომ ჯობია საუკეთესოებთან გქონდეს საქმე, ვიდრე მათთან, ვისაც იქეთ უნდა ასწავლო…. fლაერების საქმეს კომპანიაში კურირებს  ხათუნა ჯინჭარაძე. ის იმდენჯერ დაგირეკავთ, იმდენჯერ შეგასწორებინებთ საბეჭდ მასალას, ვიდრე ორივე მხარე არ დარჩებით კმაყოფილი. მეტიც, დასაბეჭდი ფასების რამდენიმე ვერსიასაც გადმოგიგზავნით, შენ მხოლოდ უნდა აირჩიო… ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ამ კომპანიის ქება–დიდება, რომელიც იმით დასრულდა, რომ დამზადებული პროდუქცია პირდაპირ ოფისში მოგვართვეს, ესეც მაღალი სერვისის ნიშანია, უდავდ… და ეს ყველაფერი დაგვიჯდა ზუსტად 509 ლარი თავის დღგ–ით.

fლაერების მარკეტინგულ სიკეთეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, fლაერი ქალაქს დაბინძურებისაგანაც იცავს…. მომხმარებელი კი თავს უფრო ღირსეულად გრძნობს!!!!

თუ სოფიკო ძოწენიძემ  fლაერი თქვენ ვერ მოგაწოდათ, შეგიძლიათ აქვე გაეცნოთ ფასდაკლების ბარათს და მოგვწეროთ, ან დაგვიკავშირდეთ თუკი დაინტერესდებით. fლაერების მოქმედების ვადა 21 თებერვლამდეა.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: