Skip to content

შესაძლებელია თუ არა გვარის ან სახელის შეცვლა და რა პროცედურაა საჭირო ამისათვის?

01/20/2011

სახელის ან გვარის შეცვლის იდეა ამ დილით შეიძლება ძალზედ ბევრს არ აძლევს მოსვენებას… ალბათ, უფრო სახელის, რადგან გვარის შეცვლა და თან ჩვენს კონსერვატულ საზოგადოებაში ცოტა არ იყოს რთული  თემაა. ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა: თაგვაძე მყავდა ერთი მეგობარი. შვილებს გვარის შეცვლა უნდოდათ, რადგან ყველა მათ ნათესავს უკვე შეცვლილი ქონდათ თაგვაძე თავაძედ. ღირსეული მამა კი უარზე იყო, თაგვაძე ვარ და თაგვაძედ დავამთავრებ ცხოვრებასო. ეს ისტორია ჩემს მშობლებს რომ მოვუყევი, მამაჩემმა  თქვა: აი, ღირსეული კაციო!!!

ახლა კი ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას მივუბრუნდეთ და გავარკვიოთ ის წესები, რაც სახელისა თუ გვარის შეცვლას ჭირდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია როგორც სახელის ისე გვარის შეცვლა – ეს არის ცალსახა პასუხი იმ კითხვაზე რომელიც სათაურშივე დაისვა. ახლა კი ის დეტალები და პროცედურები, რომელიც ამ საკითხის მოგვარებას ჭირდება. სახელის ან გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებით, განმცხადებელმა უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინოს კანონით დადგენილი სახელის ან გვარის შეცვლისათვის აუცილებელი საბუთები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი; განმცხადებლის დაბადების მოწმობა; განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია; განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები; მშობლის (მშობლების), მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე _ თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია; თუ განმცხადებელს სურს მიიღოს ფაქტობრივი აღმზრდელის ან თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი საბუთები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი – 30 ლარი).

სახელის ან გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობისას:
1. სახელი, გვარი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია;
2. განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი _ თუ ეს არ განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციისას;
3. განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
4. განმცხადებელს სურს დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი _ თუ ეს არ განხორციელდა განქორწინების რეგისტრაციისას;
5. განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი (კერძოდ, დედის, მამის, ბებიის, ბაბუის და ა.შ. გვარი).
სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის და სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ვადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის შეადგენს 1 თვეს, ხოლო ტერიტორიული სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი ამტკიცებს 1 თვის ვადაში. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ასევე ხშირად ისმევა: მაქვს თუ არა უფლება მივიღო დედის გვარი?
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირს შეუძლია მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის, კერძოდ, დედის გვარი.სულ ეს არის, რაც შეეხებოდა სახელისა და გვარის შეცვლას. წარმატებებს გისურვებთ!

თქვენ თუ გაგჩენიათ სურვილი სახელის ან გვარის შეცვლის?

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: