Skip to content

2011 წლის სიახლეები სი–არ–დი–ჯი–ში

01/03/2011

ტრენინგ ცენტრში სი–არ–დი–ჯი საახალწლო ეიფორია დასრულდა, ზუსტად 30 დეკემბერს შეწყდა სწავლა და ცენტრის მსმენელებს ამ დღეს ძალზედ სახალისო სიურპრიზები დახვდათ.

ჯერ ერთი, ცენტრი მოირთო და მოიკაზმა და მეორეც, მსმენელებს საშუალება მიეცათ ტრენინგ ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები გათამაშების წესით მიეღოთ. ამ დღეს სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ…. მოკლედ ვიხალისეთ და ასე გავაცილეთ 2010 წელი.

2011 წელს სიახლეებით ვხვდებით. სიახლე იქნებაპიარის კურსი, ასევე ჟურნალისტთა დახელოვნების გრძელვადიანი ტრენინგი. ეს ტრენინგები ვფიქრობთ მოთხოვნადი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კურსები პრაქტიკაზე იქნება ორიენტირებული და მომავალ პიარშიკებსა თუ ჟურნალისტებს მისცემს ფასდაუდებელ პრაქტიკულ ცოდნას.

2011 წლის სიახლეა ახალი საგადასახადო კოდექსის შესახებ დანიშნული ტრენინგი. მოგეხსენებათ ქვეყანაში ახალი საგადასახადო კოდექსი იქნა მიღებული, შევიდა უამრავი ცვლილება, რაც სწავლასა და შესაბამისი ცოდნის მიღებას საჭიროებს.

2011 წელი ინგლისური ენის სწავლების წლად შეიძლება გამოცხადდეს. ჩვენს ცენტრშიც ამ მიმართულებით ბევრი სიახლეა. ზოგადი ინგლისური ენის კურსს წარუძღვაბა უცხოელი სპეციალისტი Andrew James Webb, რომელსაც ქართველი მეუღლე ყავს და უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ენდრიულ ქართულის შესწავლაც მოასწრო, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. თუკი თქვენ მხოლოდ ახლა გადწყვიტეთ ინგლისური ენის შესწავლა, ცენტრში შემუშავებულია სპეციალური მეთოდიკა ენის სწრაფად და ხარისხიანად სესასწავლად. კურსებს უძღვებიან ქართველი სპეციალისტები.

გაგრძელება იქნება… ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ გაგაცნობთ იმ ტრენინგ კურსებს, რომელიც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი; ალ. ყაზბეგის (პავლოვი…ს) გამზირი 41; მე– 4 სადარბაზო, სართული 1; (საბურთალო) Tel: 8 ( 32 ) 305 202;MAGTI fix: 8 ( 90 ) 305 202;MOB: 8 57 00 15 57; www.crdg.ge

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: