Skip to content

რას ნიშნავს ჩემთვის ახალი წელი?

12/30/2010

რას ნიშნავს ჩემთვის ახალი წელი? ეს ის კითხვაა, რომელიც როგორც წესი ადამინს ახალი წლის მოახლოებისთანავე გებადება და ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე ფიქრობ და ფიქრობ მთელი დღე… ანდაც ეს ფიქრი წამიერად გაგიელვებს და გამოგიელვებს, ისე რომ არც კი გეკითხება, გინდა რომ იფიქრო მასზე? მაგრამ აი, მორთული ქუჩა, საახალწლო გადაცემები და კიდევ ათასი რამ, რომელიც სწორედ იმ კითხვას აჩენს მომენტალურად, რაზეც თავში ვწერდი.

ამ ფიქრში ჩემი ერთი ძველი რვეულიც გადავფურცლე, სადაც გენიოსი ადამინების ბრძნული აზრები მაქვს თავმოყრილი (დიდი ხანია ეს რვეული არ გადამიშლია). ხოდა, გადავფურცლე იმ იმედით, იქნებ ჩემს კითხვას მოვუძებნო რაიმე გენიოსური პასუხი.  მე ვერ გავამშვენიერებ ტაძარს, თუ მის აგებას ყოველთვის ტავიდან დავიწყებ – საინტერესო შენიშვნაა, უდავოდ. ან კიდევ ეს: შეისწავლე წარსული და მომავალი გეცოდინება…. ალბათ, ახლა თქვენც გაგიჩინეთ საფიქრალი. თუმცა, უკვე ვიცი, რომ მთელი დღეა თქვენც ამაზე ფიქრობთ…თუკი ამ თემას ცოტა ფსიქოლოგიურადაც მივუდგებით, აღმოჩნდება, რომ ახალი წლის დადგომისას, როცა საახალწლო ეიფორია ჩაივლის ძალიან ბევრი ადამინი ვარდება დეპრესიაში წარუმატებელი წლის გამო და აქვე ისევ ფსიქოლოგების მარტივი რჩევა: საახალწლოდ დავისახოთ რეალური მიზნები, ის, რის გაკეთებასაც ნამდვილად შევძლებთ. და აი, პასუხიც: ახალი წელი მომავალი წარმატებული წელს ნიშნავს ჩემთვის, შენთვის?

ამ კითხვაზე პასუხს უკვე უჩემოდაც მოძებნით, მე კი დიდი სიყვარულით მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, ასე რომ ააფორიაქებს ხოლმე კაცობრიობის ფიქრებს.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: