Skip to content

საბანკო საქმე

კურსის მიზანია საბანკო სფეროში კარიერის გაკეთების მსურველ და საბანკო საქმით დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს შემდეგი საკითხები: კომერციული ბანკების მუშაობის სპეციფიკა, ძირითადი საბანკო პროდუქტები და მომსახურების სახეები; კომერციული ბანკის, მისი ფილიალებისა თუ განყოფილებების სტრუქტურა, საბანკო სერვისის არსი; ბანკის თანამშრომლების თანამდებობრივი ინსტუქციები და უფლება-მოვალეობები; საბანკო პროდუქტების გაყიდვისა და კლიენტთა მომსახურების ხელოვნება; ცენტრალური ბანკი და მისი ფუნქციები.

პროგრამის უნიკალურობა: გაცნობებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბანკი : პრივატ ბანკი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლასთან 2009 წლიდან დღემდე ახორციელებს პროექტს, რომლის საფუძველზეც ტრენინგ ცენტრის მსმენელები გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ბანკის სხვადსახვა განყოფილებებში;
სწავლება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამით, რომელიც შემუშავდა ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ. კურსის მსმენელს ეძლევა საშუალება ერთი ტრეინინგის ფარგლებში,  8 კვირის მანძილზე შეისწავლონ და აითვისონ თანამედროვე საბანკო სექტორის მუშაობის სპეციფიკა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით.

კურსს ასრულებს სტაჟირება საბანკო სექტორში, რომელიც მსმენელს აძლევს უნიკალურ საშუალებას გაიღრმავოს თავისი ცოდნა საბანკო სექტორში.

საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გაზარდოთ თქვენი დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:

** მოლარე-ოპერატორი,
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** გაყიდვების მენეჯერი,
** კრედიტ ოფიცერი,
** რისკების შეფასებისა და მართვის მენეჯერი,
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
** საცალო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

ტრეინინგის ხანგრძლივობა: 24 ლექცია

სრული კურსის გავლისა და შესაბამისი სასერთიფიკატო გამოცდის  ჩაბარების საფუძველზე თითოეული მსმენელი მიიღებს: სერთიფიკატს – სტაჟირების დადსტურებით  და სარეკომენდაციო წერილს კურსის ხელმძღვანელისაგან.

4 Comments
  1. sruli kursi ra jdebaa?

    • გამარჯობათ.
      სრული კურსის ღირებულებაა 120 ლარი.
      გისურვებთ წარმატებას!

  2. mariami permalink

    gamarjobat, ramden saatiania tito leqcia da sul ramden xanshi davamtavrebt am 23 leqcias?

    • გამარჯობათ. ლექცია 1 საათი გრძელდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: