Skip to content

ჟურნალისტიკა

ახალი ამბავი გაიგე და ვერ ისვენებ  თუ ვინმეს არ შეატრყობინე და შენი აზრი მეგობრებს და ახლობლებს არ გაუზიარე?

სწრაფად მოქმედებ და  დროს არ კარგავ ამბის გასავრცელებლად?

ჩათვალე, რომ უკვე რეპორტიორი ხარ,  მიკროფონისა და სათანადო აღჭურვილობის გარეშე.

თუმცა,  პროფესიონალების დახმარება  ამბის გასავრცელებელი მეთოდებისა და აზრის გამოხატვის ხერხების  შესახებ მაინც გჭირდება.

შენ მთავარი უკვე  გაქვს–ახალი ამბის შეგრძნება, მისი გადაცემის სურვილი და რეალობის განცდა.

შემოგვიერთდი, ჩვენთან  შენ ისწავლი რა არის ფაქტის ჟურნალისტიკა და რითი განსხვავდება იგი  სამაუწყებლო ჟურნალისტიკისაგან.

ჩვენთან ხდება რადიომედიის თეორიული და პრაქტიკული საფუძველების თანამედროვე მეთოდებით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შესწავლა,  რაც სტუდენტებს   და ჟურნალლისტიკით დაინტერესებულ პირებისათვის პროფესიულ საქმიანობაში სწორად ორიენტირების შესაძლებლობას მისცემს.

კურსის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის ახალი ამბის, კომენტარის, რეპორტაჟის, ინტერვიუს, მიმოხილვის, რადიოგადაცემის მომზადებას. ინფორმაციის ოპერატიული დამუშავებას,  ინფორმაციის წყაროს სწორად შერჩევას, რესპოდენტებთან ურთიერთობის ეთიკას. რადიომონტაჟს, სიუჟეტის ტექენიკურ აწყობას.

ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობები,

რეალური პრაქტიკა  რადიოს  ნიუსრუმში და საინფორმაციო სააგენტოში.

ეს საშუალებას მისცემს ჩვენს კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე დასაქმდნენ  რადიო კომპანიებში, საინფორმაციო სააგენტოებში,  PR სამსახურებში, პრეს-ცენტრებში;

გისურვებთ წარმატებას, თქვენი მარიკა ბოჭორიძე (რადიო ქალაქის დირექტორი, ტრენინგის ხელმძღვანელი)


კურსის აღწერა: 

  1. ფაქტისა და აზრის ჟურნალისტიკა
  2. ახალი ამბავი-NEWS,  როგორც საზოგადოებრივი ინტერესის სფერო და ჟურნალისტური ჟანრი
  3. ახალი ამბის მოპოვების მეთოდები.
  4. ინფორმაციის  წყარო.
  5. NEWS- ის წერის  წესი.
  6. ახალი ამბის წარმოება.
  7. საინფორმაციო სააგენტო, პრესა, რადიო
  8. ჟანრები: ინფორმაციული შენიშვნა, ინტერვიუ, რეპორტაჟი, სტატია, მიმოხილვა, ანგარიში

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

რა არის ჟურნალისტიკა, მისი ფუნქცია, არსი, დანიშნულება. ჟურნალისტური ჟანრები. რა არის ახალი ამბავი, როგორ ,,იბადება“ იგი,  რატომ არის ახალი ამბავი საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი სინამდვილე და სოციალური ურთიერთობების ქრონიკა. გეცოდინებთ ნიუსის სახეები, ხალი ამბის მოპოვების ხერხები:  ინტერვიუ,  სატელეფონო ინტერვიუ, ონლაინ ინტერვიუ. ასევე NEWS- ის წერის  წესი  – 5 W და 1 H პრონციპი. და ბოლოს, გაიგებთ ბიზნესის მიმართულებით ახალი ამბის წარმოების პრინციპებს.  

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სპეციალური ტრენინგი, რომელიც  საშუალებას მოგცემთ  მიღებული ცოდნის საფუძველზე, დასაქმდეთ  რადიო კომპანიებში, საინფორმაციო სააგენტოებში,  PR სამსახურებში, პრეს-ცენტრებში;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე, სულ 8 შეხვედრა და თითოეული შეხვედრა გრძელდება 3 საათი.

ფასი: 120 ლარი,

ტრენინგის დაწყების თარიღია: 2 დეკემბერი;

ჩვენი მისამართია: პეკინის 23. ტელ: 2 305202.

გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას!

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: