Skip to content

ზოგადი აუდიტი

კურსი აგებულია იმ თემატიკაზე, რის საფუძველზეც ტარდება აუდიტორთა საკვალიფიკაციო სერთიფიცირება საქარველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ.
მიმდინარე წლის მანძილზე გამოცდები ტარდება ყოველ თვეში. შესაბამისად, შეგიძლიათ სათანადოდ მოემზადოთ და მიიღოთ შესაბამისი სერთიფიკატი.
გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა გქონდეთ ეკონომიკური განათლება და ამასთანავე სამუშოა გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.

მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ სპეციალური ანკეტა >>> და გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@crdg.ge ასევე შესაძლებელია ანალოგიური ანკეტის ადგილზე, ტრენინგ ცენტრის მთავარ ოფისში შევსებაც.

გთავაზობთ აუდიტორთა საბჭოს ოფიციალურ საგამოცდო პროგრამის თემებს.

ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური აღრიცხვა

I. ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის საკითხები: ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
II.  ფინანსური აღრიცხვა:
* ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
* არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
* სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
* მოთხოვნების აღრიცხვა
* ინვესტიციების აღრიცხვა
* ვალდებულებების აღრიცხვა
* ფულადი საშუალებების აღრიცხვა
* საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
* შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
* ფინანსური ანგარიშგება.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა:

* საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები
* გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა
* საგადასახადო ვალდებულება
* საგადასახადო ანგარიშსწორება
* საგადასახადო კონტროლი
* საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
* საგადასახადო დავა
* საშემოსავლო და მოგების გადასახადი
* დამატებითი ღირებულების გადასახადი
* აქციზი
* ადგილობრივი გადასახადები
* გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი.

აუდიტი:

* აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და თვითრეგულირება;
* აუდიტორული საქმიანობის წარმართვის წესები და პირობები;
* აუდიტორული საქმიანობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი;
* აუდიტორის ეთიკის ძირითადი პრინციპები;
* აუდიტორის დამოუკიდებლობა;
* აუდიტორის ობიექტურობა
* აუდიტორის პროფესიული კომპეტენტურობა;
* აუდიტორული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
* აუდიტორთა პროფესიული ქცევა;
* აუდიტორისათვის შეუთვისებელი ქმედებები;
* აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესავალი;
* პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სტანდარტები;
* აუდიტის დაგეგმვასთან დაკავშირებული სტანდარტები;
* შიდა კონტროლი და რისკები;
* აუდიტორულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული სტანდარტები;
* სტანდარტები, რომლებიც არეგულირებენ სხვების მიერ შესრულებული სამუშაოების გამოყენებას;
* სტანდარტები, რომლებიც არეგულირებენ აუდიტორული დასკვნის და ანგარიშგების მომზადებას;
* აუდიტის სპეციალიზებულ სფეროებთან დაკავშირებული სტანდარტები;
* დაკავშირებული მომსახურების მარეგლამენტირებელი სტანდარტები;
* აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის დებულებანი.

კერძო სამართალი:

    • საბანკო სამართალი
    • საკუთრება
    • ვალდებულებითი სამართალი
    • საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
    • საქართველოს კანონი “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ”
    • საქართველოს კანონი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”.

საათების რაოდენობა: 160 სრული საათი ( 4 თვე ) შესაძლებელია ცალკეული მოდულის შერჩევაც.
გრაფიკი: კვირაში 3 დღე,19.00-21.30-მდე (განსაზღვრულია ინტენსიური ტრენინგის, 6 საათი, ჩატარება მხოლოდ შაბათსა და კვირას – ანკეტირებისას გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი დრო)
ღირებულება: 1200 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად).

წარმატებული მსმენელი კი ისარგებლებს დამატებითი შეღავათებით. ასევე შეღავათი ვრცელდება ერთი ოჯახიდან რამდენიმე მსმენელის შემთხვევაშიც.

კურს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული აუდიტორი ბატონი ზაზა ქავთარაძე.

კურსის დასრულების და შესაბამისი სასერთიფიკატო გამოცდის საფუძველზე ტრენინგ ცენტრი ყველა მსმენელს გადასცემს სერთიფიკატს და ასევე კურსის ხელმძღვანელის პირად სარეკომენდაციო წერილსა და პროფესიულ დახასიათებას.

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: