Skip to content

საგადასახადო კანონმდებლობა

საგადასახადო კანონმდებლობისა  და აღრიცხვის  კურსი

სამიზნე აუდიტორია: ეკონომისტები, ბუღალტრები, მენეჯერები, იურისტები, საწარმოს ხელმძღვანელი პირები, ზოგადად ვისაც სჭირდება და სურს შეიძინოს პრაქტიკული უნარ ჩვევები და გაიღმავოს თეორიული ცოდნა საგადასახადო საქმესა  და  აუდიტში.

სასერთიფიკატო კურსი საშუალებას მოგცემთ  შეისწავლოთ  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. პროგრამა შედგენილია  იმ მთავარი პრინციპების გათვალისწინებით, რომელეც ძალზედ მნიშვნელოვანია კურსის სიღრმისეული შესწავლისათვის.  ასევე მსმენელი შეისწავლის სპეციალურ ინგლისურენოვან ტერმინოლოგისაც, რაც ასევე სასარგებლოა უცხოურ კომპანიებში მუშაობისათვის.

მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ სპეციალური ანკეტა >>> და გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@crdg.ge ასევე შესაძლებელია ანალოგიური ანკეტის ადგილზე, ტრენინგ ცენტრის მთავარ ოფისში შევსებაც.

სასწავლო კურსის ღირებულება – 250 ლარი  მცირერიცხოვან ჯგუფებში.
სასწავლო  პროგრამის ხანგრძლივობა – 8 კვირა
ლექციები ინტენსიობა კვირაში 3-ჯერ.

საგადასახადო კანონმდებლობისა და აღრიცხვის თეორიული კურსი

1-2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
კოდექსით რეგულირებადი ურთიერთობანი. კოდექსის სტრუქტურა. რას მოიცავს წიგნი I (ზოგადი ნაწილი) და წიგნი I I(კერძო ნაწილი); გადასახადის ცნება; საქართველოს საგადასახადო სისტემა; გადასახადის სახეები, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. საგასახადო კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები.

3. საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები.
გადასახადის გადამხდელებისთვის ინფორმაციის მიწოდება. საგადასახადო ორგანოები და მათი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები.

4. საგადასახადო ვალდებულება, მისი შესრულება; საგადასახო ანგარიშგება;
საგადასახო დეკლარაცია; მათი წარდგენის ვადები, ვადის გაგძელება;
საგადასახო დეკლარაციაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანა;

5-6. საკონტროლო-საკასო აპარატი, მისი გამოყენება. სანქციები გამოყენების წესების დარღვევისთვის;
საგადასახადო კონტროლი; მიმდინარე კონტროლის პროცედურები და გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვება; საგადასახადო შეთანხმება.

8. საგადასახადო სამართალდარგვევათა სახეები და მათზე პასუხიმსგებლობა;
საგადასახადო დავა, საჩივარი, ს\შეტყობინება.
საგადასახადო მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა; საგადასახო ორგანოს შესაგებელი; დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

9-10. საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
გადასახადის გადამხდელები, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადის განაკვეთი;გადასახადისგან გათავისუფლება. ერთობლივი შემოსავლის ცნება; ხელფასის სახით მიგებული სემოსავლები;
ეკონომიური საქმიანობით მიგებული სემოსავლები; სხვა სემოსავლები, რომელიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით საქმიანობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან; საგადასახადო აღრიცხვის წესები; გადასახადების ადმინისტრირების წესები.

11-12. დამატებული ღირებულების გადასახადი.
დღგ-ს ცნება, გადამხდელები და რეგისტრაცია. დაბეგვრის ობიექტები და დასაბეგრი იმპორტი.გადასახადისგან გათავისუფლება; ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები.
ზოგიერთი საკითხი საბაჯო კანონმდებლობიდან.დასაბეგრი იმპორტი, დრო, ადგილი და სპეციალური წესები.

13. უკუდაბეგვრა. არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი და დღგ-ით უკუდაბეგვრა;
გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესები; დღგ-ს ჩასათვლელი თანხა; დღგ-ს დეკლარაცია, მისი წარდგენა და დღგ-ს გადახდა.

14.აქციზი, მისი გადამხდელები; დასაბეგრი ოპერაცია; ოპერაციის და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზგვრა; დასაბეგრი იმპორტის დროაქციზის განაკვეთები, ექსპორტის დაბეგვრა; აქციზის გადახდის წესები და აქციზისგან გათავისუფლება.

15. საბაჯო გადასახადი.
გადამხდელები, დასაბეგრი ოპერაცია, განაკვეთები; გადასახადის დარიცხვის და გადახდის წესები; საბაჯო დეკლარაცია.

16. ქონების გადასახადი.
გადამხდელები, დაბეგვრის ობიექტები; გადასახადის განაკვეთები და გამოანგარისების წესები; გადასახადისგან გათავისუფლება. საგადასახადო კოდექსის გარდამავალი და დასკვნიტი დებულებები.

17. საგადასახადო დეკლარაციები (მოკლე მიმოხილვა) და საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის #84 ბრძანება „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის სესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (კოდიფიცირებული);

18. ლიზინგი. ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრზანება #157“ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს შრომის კოდექსის საკითხები.

კურსი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს საგადასახადო დეკლარაციების  შევსებაზე და გადასახადების დაანგარიშებაზე. განხილული იქნება საწარმოს საქმიანობის მაგალითები და დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა, გადასახადების გამოთვლა და დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით.




Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: