Skip to content

ჩვენი საჩუქრები ეყოფა ყველას!


ფოტო–ესსე Dior–ზე


წარმოგიდგენთ Patrick Demarchelier–ის ფოტოალბომის ფრაგმენტებს. ეს არის ერთგვარი ფოტო–ესსე  მსოფლიო ბრენდის Dior მისი შექმნიდან დღემდე.

ფოტოალბომი საკმაოდ მაშტაბური პროექტი გახლავთ, რადგან მასში თავმოყრილია თავად Christian Dior–ის ნამუშევრები და ასევე Yves Saint Laurent–ის ქმნილებები და რა თქმა უნდა, John Galliano–ს სულ ახალი ნამუშვევრები.

მოდით, ახლა თავად ფოტოები ვნახოთ და წამიერად გადავავლოთ თვალი Dior–ის დიდების გზას:

ოჰ, ეს ტკბილეული


Chanel, Christian Louboutin, Louis Vuitton и Vera Wang და კიდევ მრავალი მსოფლიო ბრენდი   Lisa Edsälv–ის  სამზარეულოში ნამდვილ კულინარიის შედევრად იქცა.

დამზადდა ყველაფერი: ტორტი, შოკოლადი, ნაყინი…

ნახეთ, დატკბით და იქნებ, თქვეც სცადოთ

 

Donna Karan–ის ახალი სახე ადრიანა ლიმა


ადრიანა ლიმა, რომელიც დღემდე Victoria’s Secret–ის სახელთან ასოცირდებოდა, დღეიდან ის Donna Karan–ის ახალი სახეა. ტოპ მოდელმა Donna Karan–ის საგაზაფხულო კოლექცია წარმოადგინა და არც თუ ურიგოდ. თავად დიზაინერი ამ თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილია და კიდევაც აღნიშნავს ამის შესახებ: ” მე აქამდე არ მიმუშავია ადრიანასთან, მაგრამ მიხარია რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. მოდელმა ზუსტად შეძლო წარმოეჩინა ახალი კოლექცია…”

Donna Karan–ის საგაზაფხულო კოლექცი შეიქმნა ჰაიტის მშვენიერი ბუნებისა და კულტური “ზეგავლენის” შედეგად.  “ჰაიტი– ჩემი პერსონალური შთაგონებაა” – ამბობს დიზაინერი და დეტალურად იხსენებს ჰაიტზე მის შთმბეჭდავი მოგზაურობის დეტალებს. დიზაინერი ბოლოს ასკვნის, რომ ამ მოგზაურობით, მან გააერთიანა მასში არსებული ორი სამყარო და აი, შედეგიც:

მსოფლიო ბრენდები შობისთვის მზად არიან


წინასაახალწლო განწყობა დღეს მთელ მსოფლიოშ უკვე იგრძნობა. ერთი თვით ადრე მაღაზიების ვიტრინები საოცარი ფერებითა და ორიგინალური გაფორმებით იზიდავს გამვლელ–გამვლელსა თუ  ქალაქის სტუმარს.

მსოფლიო ბრენდები კი საშობაოდ განსკუთრებულად ემზადებიან.  Calvin Klein და  Miu Miu მაღაზიათა ქსელი  უკვე მზადაა გააკვირვოს მნახველი.

Calvin Klein–ის მაღაზია მედისონ–ავენიუზე, ნიუ–იორკში სპეციალური ინსტალაციით გააფორმეს. ინსპალაცია სახელად “ღამის შუქურა” ბრიტანელმა სკულპტორმა სპეციალურად ამ მაღაზიისთვის შექმნა.

ნაკეთობა 20 მეტის სიმაღლისაა და ტონაზე მეტს იწონის. ეს ყველაზე მასშტაბური ნამუშევარია, რაც კი აქამდე სკულპტორს გაუკეთებია.

Miu Miu–თვის კი საშობაო შთაგონების წყაროდ ძველი ნივთები და აქსესუარები იქცა.  მაღაზიის ვიტრინაც სწორედ ასე გაეწყო, ძველისადმი ნოსტალგიითა და ახლის იმედით.

Miu Miu–ს გაფორმებული ვიტრინები უკვე შეადარეს მდიდრულ ვერსალს.

წიგნი „ მე ვიღებ ნიუ–იურკს“


ყოველთვის საინტერესოა დაინახო ქალაქი, რომელიც ათასჯერ მაინც არის გადაღებული. ბელგიელმა  ფოტოგრაფმა  მარკო სავიჩმა  (Marko Savic) გამოსცა წიგნი ნიუ–იორკზე, სადაც მან 2011 წლის აპრილში იმოგზაურა.

 

“წლის ადამიანი” Time–მა უკვე დაასახელა


ამერუკულმა ჟურნალმა Time–მა “წლის ადამიანი” დაასახელა.

როგორც თავად გამოცემა იუწყება, ისინი მთელი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვაც, სადაც თურქეთის პრემიერ–მინისტრი ერდოღანი ლიდერობდა, მაგრამ რედაქცია იმთავითვე აცხადებდა, რომ “წლის ადამიანს” მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დაასახელებდა.

რედაქცია არჩევანში ერთსულოვანი აღმოჩნდა:  წლის ადამიანი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ყველასათვის თითქოს უცნობი ადამიანი, დემონსტრანტი (protester), რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის ქვეყანაშ მიმდინარე მოვლენებში, რომელთა მხრებზეც გადაიარა მსოფლიო მოვლენებმა…

ასეთ ადამიანად კი მუჰამედ ბუაზიზი იქნა მიჩნეული, გამოცემის მთავარ თემადაც  protester–ი იქცა.

მუჰამედ ბუაზიზი: აქამდე ყველასათვის უცნობი ბოსტნეულით მოვაჭრე, რომელიც  ტუნისში, ერთ პატარა ქალაში ცხოვრობდა, “წლის ადამიანად” იქცა.

მუჰამედი აღმოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც გაბედა და ქვეყანაში (ტუნისი) არსებულ რეჟიმს პროტესტი გამოუცხადა. მან თავის დაწვა სცადა. სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა მოთმინების ის ბოლო წვეთი, რის შემდეგადაც მოსახლეობამ საპროტესტო აქციები დაიწყო, ხოლო ტუნისი მთავარ ეპიცენტრად იქცა.

შედეგად ტუნისი გახდა პირველი არაბული ქვეყანა, სადაც ხალხმა დიქტატურა დაამარცხა.

„დიდების 15 წამი“ – მართლა მოიპარეს?!


ამერიკელი  Jet Thomason–ი  მსოფლიო სარეკლამო გიგანტს Clear Channel –სა და ტანსაცმლის მწარმოებელ  American Eagle Outfitters Clear Channel სასამართლოში  უჩივის  იდეის მოპარვის გამო.

საქმე იმაშია რომ 2009 წელს Jet Thomason  –მა სარეკლამო კომპანიას შესთავაზა იდეა  „დიდების 15 წამი“ („15 Seconds of Fame“), რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ თაიმს სქვერში უნდა დადგმულიყო სპეციალური ბილბორდი, სადაც ზუსტად 15 წამით გამოჩნდებოდა თაიმს–სქვერის სტუმარი.

მაშინ 32 წლის ნიუ–იორკელის  ეს იდეა სარეკლამო კომპანიამ დაიწუნა, მაგრამ 2009 წლის ნოემბერში ტანსაცმლის წარმოებელმა  კომპანიამ American Eagle Outfitters გამოაცხადა ახალ სარეკლამო კამპანიის შესახებ „დიდების 15 წამი“, რომელიც თაიმს–სქვერზე მისი ახალი მაღაზიის გახსნას უკავშირდებოდა.

რატომ გადაწყვიტა თომსონმა 2 წლის შემდეგ იჩივლოს,  გაურკვეველია. თუმცა, ამერიკელი ამ საჩელიდან მილიონ დოლარს ელოდება.

ალტერნატიული ყდა წიგნებისთვის


20 ცნობილი და ყველასათვის უსაყვერლესი წიგნის ყდა  საინტერესო და მეტად ორიგინალური დიზაინით.

ილუსტრატორებისა და მხატვრების გუნდის „სამიზნე“ არა მარტო შექსპირი და სელინჯერი გახდა, არამედ  კიდევ მრავალი ავტორი.

როგორც სპეციალისტებმა შეაფასეს, ეს იდეა ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. თამამი გრაფიკული დიზაინითა და მოულოდნელი ფერთა შეხამებით მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

 

Kingdom Tower – მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა


არქიტეტურულმა კომპანიამ Adrian Smith & Gordon Gill Architecture უკვე დააპროექტა ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში, რომელიც ასე იწოდება: Kingdom Tower 

შენობის სიმაღლე: 1001 მეტრი.

ამ პარამეტრით Kingdom Tower–ი 173  მეტრით მაღალია დუბაიში მდებარე ბურჟ ხალიფის შენობაზე, რომელიც დღეს ყველაზე მაღალ შენობად ითვლება 

Kingdom Tower –ი  საუდის არაბეთში , ქალაქ ჯუბაში აშენდება და  530 000 კვ.მ–ს დაიკავებს.

 

%d bloggers like this: